,,მე შენში მიყვარს ღმერთი! შენ რა იპოვე ჩემში?!” – ნიკო გომელაურის ლექსები – ვიდეო

,,მე შენში მიყვარს ღმერთი! შენ რა იპოვე ჩემში?!" - ნიკო გომელაურის ლექსები - ვიდეო,,მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენ რა იპოვე ჩემში?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
– აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს…
და თუ ასეა – წვეთი,
ნამუსი მაინც მმართებს…”.

,,მე შენში მიყვარს ღმერთი! შენ რა იპოვე ჩემში?!" - ნიკო გომელაურის ლექსები - ვიდეო,,როგორი იყო? აბა რა ვიცი…
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი…
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
– ცოტათი მაინც მორიდებოდა…
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის…
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
– თავის სიმცირეს ვერ მოერია…
ისტორიაში დარჩა იუდა!
– დღესაც აქ არის, არ გაიგუდა…”

დატოვეთ თქვენი კომენტარი