მაია ასათიანი: ,,დღეს კლი­ნი­კი­დან მწე­რენ! დიახ, სი­ცო­ცხლეს ვაგ­რძე­ლებ”

მაია ასათიანი: ,,დღეს კლი­ნი­კი­დან მწე­რენ! დიახ, სი­ცო­ცხლეს ვაგ­რძე­ლებ"ტოქ შოუ ,,პრო­ფი­ლის” ავ­ტორ­მა და წამყვანმა  მაია ასა­თი­ან­მა „ფე­ის­ბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მას კლინიკიდან დღეს წერენ.

,,ცო­ცხა­ლი ვარ! კარ­გად ვარ! დღეს კლი­ნი­კი­დან მწე­რენ! დიახ, სი­ცო­ცხლეს ვაგ­რძე­ლებ!” – დაწერა ტელეჟურნალისტმა.

მაია ასათიანს განსაცდელებით სავსე ცხოვრება აქვს. ერთადერთი ქალიშვილის, ნუცას გარდაცვალების შემდეგ მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, ფეხზე დამდგარიყო და თავისი საქმე გაეგრძელებინა.

– მე ვცხოვრობ იმ განცდით, რომ ეს თუ მეწერა, ალბათ ასე მოხდებოდა. სამწუხაროდ, დროის უკან გადახვევა და ცხოვრების გაჩერება რაღაც წერტილში არ შეიძლება. სულ ვამბობ ეს ცხოვრება და ის ცხოვრება, რეალურად ჩემი ცხოვრება იქ დამთავრდა. შვილის სიკვდილის შემდეგ ცხოვრება არ არსებობს.  ეს არის არსებობა. მე უბრალოდ დრო გამყავს… – მოუყვა რამდენიმე თვის წინ თავის მაყურებელს ,,პროფილში”.