,,ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ” – ემზარ კვიციანი

,,ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ" - ემზარ კვიციანიპარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ,,პალიტრანიუსთან” ამბობს, რომ იწყებს მოძრაობას შეყვარებული წყვილების ,,აღმოსაჩენად”.

-მალე დაფუძნდება ახალი ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად.

აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი.

ფაქტის წინაშე იქნებიან, მაგენი აღრიცხვაზე იქნებიან, დაწერენ განცხადებას, რომ ,,დაქორწინებას ვაპირებთ და გთხოვთ დახმარებას” და დახმარება წავა მაგათზე.

პირველადი დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზე… აუცლებლად ეს იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის…