ინგა გრიგოლია: ,,ჩვენი კეთილი უშკი… რამდენი კარგი ადამიანი წავიდა ამ წელს უკვე, ღმერთო”

ინგა გრიგოლია: ,,ჩვენი კეთილი უშკი... რამდენი კარგი ადამიანი წავიდა ამ წელს უკვე, ღმერთო",,ჩვენი კეთილი და საყვარელი უშკი… რამდენი საყვარელი ადამიანის მოგონება უნდა დაიტიოს ნეტა, ჩვენმა ცხოვრებამ. რამდენი კარგი ადამიანი წავიდა ამ წელს უკვე, ღმერთო”, – დაწერა ინგა გრიგოლიამ რევაზ მანველიძეზე, რომელიც ტელეკომპანია ,,იმედის” რეჟისორი იყო.

როგორც ლევან მანველიძის მეგობარი, რეზო იუკურიძე წერს, რეჟისორი სტენტირების შემდეგ გარდაიცვალა.

„გუშინ გამთენიისას ჩემს უახლოეს მეგობარს, რეზო მანველიძეს დაეწყო ტკივილი გულ-მკერდის არეში… ნახევარ საათში სასწრაფომ გადაიყვანა ,,ნიუ ჰოსპიტალში”, სადაც გაუკეთეს სტენტირება (ოპერატორი შინიდან გამოიძახეს – ისე, სასწრაფოს უნდა სცოდნოდა, მორიგე ოპერატორი რომელ საავადმყოფოში დახვდებოდათ). რეზო „წარმატებით“ ჩატარებული სტენტირების შემდეგ, 12 საათზე გარდაიცვალა…”