დაკო ნათელაშვილი მამას: ,,მიხარია, რომ შენ დაიბადე იმ ერთ მშვენიერ დღეს”

დაკო ნათელაშვილი მამას: ,,მიხარია, რომ შენ დაიბადე იმ ერთ მშვენიერ დღეს"შალვა ნათელაშვილს დაბადების დღე ძალიან ემოციური, თბილი სიტყვებით მიულოცა ქალიშვილმა, დაკო ნათელაშვილმა. მათ განსაკუთრებული მამაშვილობა აქვთ.

,,მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქ მილოცვებს ოჯახის წევრებს შორის მუდმივად დავცინოდი, დღეს ტრადიციას ვარღვევ და ვულოცავ მამაჩემს დაბადების დღეს!

გილოცავ, მინდამ დაგიფასდეს უდრეკობა და ის კეთილი მიზნები, რისთვისაც შრომობ და იღწვი, რადგან ისინი ემსახურებიან არა პირად კეთილდღეობას, არამედ საზოგადო სიკეთეს და ეს კი ყველაზე დიდია, რის სამსახურშიც შეიძლება ადამიანი ჩადგეს.

წლები რიცხვებია, ვერავინ შეუფარდებს ასაკს ჩვენს შინაგან განცდებს და ჟამთასვლა ვერც ემოციებს წაუშლის ფერს.

მთაში არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს. არსებობდა მხოლოდ ერთი დაბადების დღე და ამგვარად:
მიხარია, რომ შენ დაიბადე იმ ერთ მშვენიერ დღეს”, – დაწერა დაკომ და იქვე მამასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, წარწერით: ,,ბელას ტრადიციული გადაღების სტილი”.