,,ან ოჯახი არ გყავთ, ან ოჯახის წევრი?!” – ალექსანდრე კობაიძე

,,ან ოჯახი არ გყავთ, ან ოჯახის წევრი?!" - ალექსანდრე კობაიძეალექსანდრე კობაიძე კლინიკაში შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სოციალური ქსელით მოსამართლეს მიმართავს.

,,დღეს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ დამაჯარიმა არასაპატიო საფუძვლით პროცესზე არ გამოცხადების გამო.

არადა ის პროცესი, რომელზეც დამაჯარიმა, დაახლოებით სამი წელია გრძელდება და ხან მოსამართლის ,,მოუცლელობის” , ხან პროკურორის მოწმეების არმოყვანით ხშირად გადადებულა.

თუმცა, მე რომ ავუხსენი, ბავშვები მყავდნენ ცუდად, ეგ არ არის საპატიოო და 300 ლარიანი მტკიცა!

არადა სამივე ბავშვს ფილტვების ანთება აქვს და სავადმყოფოში დავაწვინეთ. კითხვა:

– ან ოჯახი არ გყავთ, ან ოჯახის წევრი?!”

დატოვეთ თქვენი კომენტარი