,,10 წელია შენს გულს ვდარაჯობ, დედი” – მანანა გვასალია

,,10 წელია შენს გულს ვდარაჯობ, დედი" - მანანა გვასალიამომღერალი ჯაბა ბოჯგუა უკვე 10 წელია კომატოზურ მდგომარეობაშია. მას დედა, მანანა გვასალია და მოხუცი ბებია უვლიან.

მომღერლის დედამ ფეისბუქში ემოციური პოსტი დაწერა:

,,8 თებერვლის დილა იყო მაშინაც, 10 წლის წლის წინ. 10 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენ გამო მინდა… 10 წელია ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას. 10 წელია მინდა, შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო. 10 წელია შენს გულს ვდარაჯობ.
10 წელია შენ ხარ გათენება ჩემი…
მიყვარხარ, დედი… შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ. შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ”.

მომღერლის დასახმარებლად ანგარიშებია გახსნილი.

საბანკო კოდი – TBGBGE22
მიმღების დასახელება -მანანა გვასალია;
საბანკო ანგარიში- GE26TB7447145061600017
სს „ თიბისი ბანკი“-TBC BANK;
ბილაინის და მაგთის აბონენტებმა დარეკეთ  0901 700 039