,,ზაზა მიყვარს უზომოდ. არა იმიტომ, რომ ღალატი აპატია, სიყვარული რომ შესძლებია ძლიერი”

,,ზაზა მიყვარს უზომოდ. არა იმიტომ, რომ ღალატი აპატია, სიყვარული რომ შესძლებია ძლიერი",,მე უფრო გიყვარდი თუ ის?” – ,,შენ”. – სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები” მე-14 სეზონის მთავარი გმირების, ზაზასა და ქეთის სატელეფონო მიმოწერით დასრულდა. ბოლო პერიოდში მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს პერსონაჟების ცხოვრებას, იყო მითქმა-მოთქმა, რომ ზაზა ცოლის ღალატს გაიგებდა და არ აპატიებდა, მოკლავდა. სეზონის ბოლო სერიაში კი სცენები სხვანაირად აეწყო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შეიძლება შერიგდნენ კიდეც.

ემოციურ სერიას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქში წერენ:

,,ბრავო! ყველაზე მაგარი დასასრული იყო სერიალის არსებობის მანძილზე. გიორგი ბოჭორიშვილმა გენიალურად შეასრულა”.

,,მარტო ის დავადგინე, რომ ზაზა მიყვარს უზომოდ. არა იმიტომ, რომ ღალატი აპატია, სიყვარული რომ შესძლებია ძლიერი”.

,,გილოცავთ სრულიად საქართველოს. ქეთი გადარჩა და ამოისუნთქა ერმა. გადავაგორეთ ეს საშინელი პერიოდი”.

,,ამიტომ არ უნდა ჩაერიოს დედამთილი, დედა და ორასი ადამიანი. ცოლ-ქმარს როცა ერთმანეთი უყვართ, თვითონ გადაწყვეტენ, როგორ მოიქცნენ და ყველაფერს აპატიებენ ერთმანეთს”.

,,რამდენმა ,,ქალმა” ამოიცნო საკუთარი თავი ქეთიში, მაგრამ ცხოვრება სერიალი არაა და ყველა ქმარი ზაზა ვერ იქნება და ამ ყველაფერს ,,სახლში ნუ გაიმეორებთ”.

,,არ ვიცი, რით გაგრძელდება, მაგრამ ყველაზე ღირსეული საქცილი იყო ეს! ბრავო, ზაზა!”.

,,ზაზას ეს საქციელი ძალიან ბევრი კაცის მიმართ გზავნილია. ჰოდა, მგონი, მეც მიყვარს”.

,,კიდევ კარგი, დამთავრდა. გადაძოვა ,,ოცნებამ” ქვეყანა და ერს არ სცალია”.

,,ქეთი ფრთხილად იყოს, მე არ შემიყვარდეს მისი ქმარი. რაღაც ბევრს ვფიქრობ ამ ბოლო დროს მასზე”.