,,წუხანდელი ღამე კოშმარი იყო… ყველგან როგორ ხარ, სიკვდილო? რას მოიცალე ჩვენთვის” – მაცაცო თოხაძის ემოციური პოსტი

,,წუხანდელი ღამე კოშმარი იყო... ყველგან როგორ ხარ, სიკვდილო? რას მოიცალე ჩვენთვის" - მაცაცო თოხაძის ემოციური პოსტიმუსიკოსი მაცაცო თოხაძე დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და თავის ემოციებზე ფეისბუქში წერს:

,,წუხანდელი ღამე კოშმარი იყო… თან ეს სუსხი და ქარის ბოროტი ზმუილი როგორ ამძაფრებს გრძნობებს…
გუშინ ამ დროს ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, იმ სახლებში ნაძვის ხეებიც იდგა ისევ, ალბათ… ახალ წელს ნაჩუქარი სათამაშოები ჯერ ისევ მთელი ექნებოდათ ბავშვებს… ჩვეულებრივ გეგმავდნენ ხვალინდელ, ზეგინდელ დღეებს უფროსები.
მე ვიწექი წუხელ თბილ სახლში, თბილ ლოგინში ჩემი შვილის გვერდით და მძაფრად ვგრძნობდი, რა ბედნიერი ვიყავი.
და თან ძალიან უბედური იმ ადამიანების უბედურებით. ყველა ამ გრძნობას ფონად გასდევს შიში… არადა სულ მეგონა, რომ მშიშარა არ ვარ.  შიში იმისა, თუ ვინ იქნება შემდეგი?..
ყველგან როგორ ხარ, სიკვდილო? რას მოიცალე ჩვენთვის…”.