გვანცა გიორგიძე ავარიაში დაღუპულ მეგობარზე, გიორგი ხარატიშვილზე ფეისბუქში წერს და მის ვიდეოს აქვეყნებს.
-საქართველო გამთლიანებული გვენახოს კი არა, ვნახავთ. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც რაღაც უნდა შეცვალოს და შევცვლით. ერთად ვყოფილიყავით ყველა ქართველი, – ამბობს გიორგი ვიდეოში.
,,ვიცი, ეს ვიდეო რომ შენს სიცოცხლეში დამედო, მაგრად დამცინებდი. შენს სიცოცხლეში ამის დადებას ვერც გავბედავდი და საჭიროდაც არ ჩავთვლიდი. მთელი ჩემი ბავშვობა ხარ ჯერ კიდევ იქიდან, როცა ვერც ვლაპარაკობდით. მაშინაც კი ჭკუას მარიგებდი, ასე იყო შენი სიცოცხლისა და ჩვენი ერთად ყოგნის ბოლო წუთამდე. თქვენ იყავით ჩემი იმედი და ასე უიმედოდ ამ ტკივილიან მიწაზე ჩემს მიტოვებას არ გაპატიებთ. ჩემი ტკბილი და პატრიოტი ბიჭი ხარ შენ და ასე იქნება მუდამ.
,,მე არ მომვკდარვარ, გარდავიცვალე, უსასრულობის შევცურე ზღვაში, მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე, დედამიწიდან გავფრინდი ცაში”. ძალიან მიყვარხარ და მენატრები”, – წერს გვანცა გიორგიძე.
ვიდეოში ჩანან გარდაცვლილი გიორგი ხარატიშვილი და ბაქარ ზივზივაძე.
ტრაგედია 15 იანვარს მოხდა. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა – 1997 წელს დაბადებული ბაქარ ზივზივაძე, 1999 წელს დაბადებული გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია, რომელიც ავტომობილს მართავდა.
https://www.facebook.com/qechamkar/videos/2232997900292544/?t=16

გვანცა გიორგიძე ავარიაში დაღუპულ მეგობარზე, გიორგი ხარატიშვილზე ფეისბუქში წერს და მის ვიდეოს აქვეყნებს.