,,სახლში შემოვედი და გაზის სუნი ვიგრძენი… ახლა რა ჯანდაბა ვერ იპოვეს?” – მანანა გაგნიძე

,,სახლში შემოვედი და გაზის სუნი ვიგრძენი... ახლა რა ჯანდაბა ვერ იპოვეს?" - მანანა გაგნიძემანანა გაგნიძე დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და ფეისბუქში ერთ ამბავს იხსენებს:

,,3-4 წლის წინ შვილიშვილებითურთ სახლში შემოვედი და გაზის სუნი ვიგრძენი. სასწრაფოდ ჩავიყვანე ბავშვები ეზოში, მეზობლებს ჩავაბარე და გამოვიძახე ბრიგადა. მოვიდნენ. გაზის ქურა უშვებდა. დაშალეს უსასყიდლოდ და თავიდან ააწყვეს. შევიცადეთ, გავანიავეთ, ხელი მოვაწერეთ აქტს და დავიშალეთ.
ორი საათის შემდეგ დარეკეს: ხომ სუფთაა სიტუაციაო?
კი, ბატონო, გმადლობთ-მეთქი.
ახლა რა ჯანდაბა ვერ იპოვეს?”.