,,ოეე, კალ’ა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან”, – წერს ფეისბუქში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აქვეყნებს რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ თბილისი მერი კახი კალაძე თმის შესაჭრელად მილანში დადის. იქვეა კალაძისა და მისი სტილის ერთად გადაღებული ფოტოც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კალაძემ ოპოზიციას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
-თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს, – განაცხადა თბილისის მერმა.

