ნანა ლეჟავა: ,,ალბათ როგორ უნდოდა, დედიკო მასაც მოფერებოდა, მისი ლამაზი ფოტოები დაედო”

ნანა ლეჟავა: ,,ალბათ როგორ უნდოდა, დედიკო მასაც მოფერებოდა, მისი ლამაზი ფოტოები დაედო"ტელეკომპანია ,,იმედის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ნანა ლეჟავა ფეისბუქში გუშინ გარდაცვლილ 4 წლის გოგონას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ყველა ლამაზი ფოტო მინდა, დავმალო, რაც კი გამიზიარებია და სხვა დედები აზიარებენ – ჩვენი ლამაზი შვილების.

ამ პატარასაც როგორ უნდოდა ალბათ, მის დედიკოსაც დაედო მისი ლამაზი სურათები და მოფერებოდა. და ეს ერთადერთი ფოტო მკლავს. სიცოცხლე შემძულდა”.

გოგონა გუშინ გარდაცვლილი ნახეს. იმავე დღეს დააკავეს ბავშვის დედა, რომელსაც გამოძიება ჯერჯერობით შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ედავება. მეზობლების თქმით კი, ის ბავშვზე ძალადობდა და გარდაცვალების მიზეზიც ცემა გახდა.

ქალის ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, ბრალს არ აღიარებს.