გიორგი სიგუა ფეისბუქში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე წერს:
,,ვაღიარებ, მეც ვიყავი მათ რიგებში, ვინც სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა. ძუძუებს რომ აჭამდა ხალხს და ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა.
მეც მჯეროდა უფასო ფულის, ასი აგუგუნებული საწარმოსი და გასაოცარი დემოკრატიის.
მჯეროდა, რომ ქვეყანას ტირანისგან ვათავისუფლებდი და სათნო, კეთილი, დიდი დემოკრატი მომყავდა ქვეყნის სათავეში.
ბედის ირონიით თუ კანონზომიერი ლოგიკურობით, ბოლოს და ბოლოს მის გვერდით აღმოვჩნდი. ისიც ვნახე, როგორ ცხოვრობს, იქცევა, აზროვნებს.
ალბათ არიან ისეთები, ვისაც სჯერათ, რომ პირსისხლიანი დიქტატორები, სერიული მკლვლელები და მილიარდების ქურდები ველოსიპედებით, ტრამვაებით, მეტროთი, ტაქსით და ფეხით სრულიად მარტო გადაადგილდებიან მსოფლიოს ქალაქებში. ამერიკის და ევროპის ელიტა ოჯახურ დღესასწაულებზე პატიჟებს და მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები ლექციების წასაკითხად.
ალბათ კი არა, არიან. ისიც სჯერათ, რომ ფრანგი პენსიონერი მართლა პრეზიდენტია, ბიძინას ,,უნიცეფის” კვლევებს უმალავენ და ქურდები მარტო კვირიკაშვილები, ქუმსიშვილები და ალავიძეები არიან. მათ ისიც სჯერათ, რომ გასაოცარი მეოთხე წელი შვიდი წლის მერე მაინც დადგება და გაღატაკებას, დაჩაჩანაკებას და დამცირებას ძალიან მალე დააღწევენ თავს…
მჯერა, რომ მე ჩემი ათასჭირვარამგავლილი ცხოვრების მანძილზე ასეთი გენიალური, უწყინარი , ნიჭიერი, უბრალო, წესიერი და პატრიოტი ქართველი ჯერ არ შემხვედრია.
იმისიც მჯერა, რომ ის აუცილებლად უნდა დაბრუბდეს თავის სამშობლოში, ის ქურდებს ხელიდან უნდა გამოგლიჯოს და ქვეყნის განვითარების რელსებზე დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ასეც იქნება. ძალიან მალე ჩვენ, ათასობით ქართველი მასთან ერთად სახლში ჩამოვალთ, ბოროტებას წავლეკავთ, სამშობლოს გამოვიხსნით და ძალიან მაგარ სახელმწიფოს ავაშენებთ.
ვისაც ყველა ზემონათქვამზე ეღლიცინება, მოკრძალებით შევახსენებ, რომ მე გიორგი სიგუა ვარ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დასახული მიზნისთვის ვერ მიმეღწიოს. რამე არ გამომსვლოდეს.
ერთად სახლში შევხვდებით მალე”.

