,,ისე ნუ მომკლავ, ღმერთო, მიშას გამოქანება რომ არ მანახო” – ირინა სარიშვილი

,,ისე ნუ მომკლავ, ღმერთო, მიშას გამოქანება რომ არ მანახო” - ირინა სარიშვილიირინა სარიშვილი თბილისის მერის, კახი კალაძის ნათქვამს ეხმაურება და ფეისბუქში წერს:

,,კალაძემ მიშას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოსო, ჰოდა, მიშა! შენ არ იყო მიშა, თუ არ გამოექანო, ოღონდ აქ კალაძე უნდა გააკავონ, რომ არ გეიქცეს. ისე ნუ მომკლავ, ღმერთო, ეგ რომ არ მანახო

თბილისის მერმა დღეს განაცხადა:

-თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და… ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს.