გატელეწამყვან ლევან ჩხაიძის გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა შეძრა. მას მეგობრები, კოლეგები გლოვობენ.
ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქსი წერს:
,,ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი მეგობარი მომიკვდა. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საყვარელი. ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი მომიკვდა და მგონია, რომ მეც მოვკვდი”.
ლევან ჩხაიძე 34 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. როგორც ამბობენ, ის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელეკომპანიაში მუშაობდა.
,,სარკე” უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

