„ღმერთო, თიკა ფაცაცია გადაამრავლე და სხვა არხებსაც აჩუქე“

„ღმერთო, თიკა ფაცაცია გადაამრავლე და სხვა არხებსაც აჩუქე“„მხოლოდ ქართულის“ ფინალს, დასკვნით კონცერტს  მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ნაცვლად ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია გაუძღვა.

გუშინდელი სამსაათიანი ლაივკონცერტის წაყვანა ნიკა გვარამიამ თიკა ფაცაციას სთხოვა. კონკურსის დასრულების შემდეგ თიკას მიმართ უამრავი დადებითი კომენტარი დაიწერა.

გიორგი ნაზღაიძე: „სასწრაფოდ ყველა არხზე და ყველა გადაცემაში ბევრი თიკა ფაცაცია“

ვახო ბიჭიკაშვილი: „შენ ხარ გუშინდელი დღის მთელი ამბავი. არსად არავინ არ მეგულება ეგეთი მაგარი!“.

პაატა გულიაშვილი: „თიკა, უმაგრესი ხარ!..“

თამუნა მუსერიძე: „ღმერთო, გთხოვ: თიკა ფაცაცია გადაამრავლე და სხვა არხებსაც აჩუქე…“.

ფორტუნა ჯი