ფოტოზე, რომელზეც დიღომში აფეთქებისას დაშავებულ ბავშვს მამაკაცი გულისცემას უსინჯავს, ქირურგი ოლეგ კვიციანია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ექიმმა დაშავებული პატარა მამას ხელიდან გამოსტაცა, პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარა და გაჩერებული გული აუმუშავა.
,,ამ ადამიანს ბევრი იცნობს, მაგრამ ყველა უნდა იცნობდეს. უძლიერესი ქირურგი! სასწაულმოქმედი! პროფესიონალი!და უმაგრესი ადამიანი.
გუშინ შევარდა ნანგრევებში და თავისი ხელით გამოჰყავდა ბავშვები და უწევდა პირველად დახმარებას. რა მაგარია, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ”, – წერს ყოფილი მოდელი ნინო ორდენიძე.
,,მეგობრებო, ეს ექიმი ოლეგ კვიციანია. აი, ის მაგარი ადამიანი, რომელსაც გიორგი ჟამერაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოზე პატარა ბავშვი უჭირავს ხელში. ოლეგმა მამას ის ხელიდან გამოსტაცა და გაჩერებული გული აუმუშავა…”, – წერენ სოციალურ ქსელში.

