დავით ერაძე: ,,დღევანდელ სიმძიმეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჯაკო”

დავით ერაძე: ,,დღევანდელ სიმძიმეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჯაკო"დავით ერაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობართან, ლევან ჩხაიძესთან ერთად 8 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ჯერ კიდევ სპორტული ჟურნალისტი. ძალიან მძიმე 2011 იყო… მაგრამ დღევანდელ სიმძიმეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი… ჯაკო”.

ლევან ჩხაიძე ,,ტვ პირველის” გადაცემა ,,დღის ამბების” წამყვანი იყო. მას გადაცემა მიჰყავდა სპორტულ რადიო ,,ჯაკოშიც”. მას მეგობრები მეტსახელით, ჯაკოთი მიმართავდნენ.

ლევან ჩხაიძე დღეს ბუდაპეშტის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების სავარადო მიზეზად თრომბი სახელდება.