ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი ემოციური პოსტით დაემშვიდობა თავის მეგობარს, ტელეჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს.
,,ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას ტელევიზორიც არ მქონდა. კურსელებმა ფული მოიგეს და სახლში ტელევიზორი მომიტანეს. ფული ტაქსიშიც არ დახარჯეს. ფეხით მომიტანეს და მორჩენილო ფულიც მაჩუქეს. ალბათ სიხარულით შინაგანი ცრემლდენა მჭირდა. ამ ამბის ერთ-ერთი მოთავე მამაო, ლევან ჩხაიძე იყო. ჩემი კურსელი და ჩემი საიმედო ძმაკაცი, რომელსაც ბოლო დროს უდროობას ვეცილებოდი. თურმე მართლა ცოტა დრო ჰქონია. მართლა ცოტა დრო.
მობილურიც მიყიდეს კურსელმა ძმაკაცებმა, თანაც ორჯერ, გარდაცვლილი მამის დაბადების დღეც გადამიხადეს და უამრავჯერ მაბედნიერეს.
დღეს კი თვალები ხან გვალვამ ამომიშრო, ხან კი ცრემლმა დამიტბორა. დღეს ჩემი მმაკაცი მოკვდა, მაგრამ არ გარდაცვლილა. მეზიზღება ჩემი თავი! შემცივდება – გავთბები. მომშივდება – შევჭამ. ლევანს რა გააძღობს, რა გაათბობს.
მამაო ჩვენმა ძმაკაცმა ლაშა კიკვილაშვილმა შეარქვა, ყველა სადღეგრძელოს წინ პირჯვარს იწერდა. ჩვენც გვიხაროდა, გვყავდა ძმაკაცი, რომელიც მამაო იყო და მამაო არ იყო.
მე-16 წელია უკვე, რაც ძმაკაცობას ვითვლიდით.
ნეტავ, გული გასკდეს.
მიწისთვის ადრეა. ადრეა მიწისთვის!!!
მეზიზღება ცოცხალი ჩემი თავი, სიცოცხლეში ადამიანების ბოლომდე დაფასება, სიყვარულში გამოტყდომა რომ არ შეძლებია.
მაპატიე, მამაო, მიყვარხარ!
მუდამ შენი ლიპარა”- წერს ლიპარიშვილი.

