,,13 წლის მოზარდს სახელმწიფო არ გლოვობს?” – არჩილ გამზარდია

,,13 წლის მოზარდს სახელმწიფო არ გლოვობს?" - არჩილ გამზარდიაექსპერტი არჩილ გამზარდია თბილისში, აფრიკის დასახლებაში მომხდარ ტრაგედიას, ჯართის შეგროვებისას 13 წლის ბიჭის დაღუპვას ფეისბუქით ეხმაურება და წერს:

,,13 წლის მოზარდის ტრაგედიას სახელმწიფო არ გლოვობს? სახელმწიფო თანამდებობის პირები არ ჩადიან ადგილზე? მაღალი სასულიერო იერარქები არ უგებენ წესს და არ უკეთებენ პარაკლისს?

ეს ტრაგედია სხვა ტრაგედიაზე ნაკლებია რამით, რომ სახელმწიფო ასე უყურადღებოდ იქცევა? რა ლოგიკით მოქმედებენ პრემიერები, როდესაც გლოვის დღეებს ნიშნავენ ან არ ნიშნავენ? სასულიერო პირები? საზოგადოება?

ტრაგედიების გარემოცვაში ვართ და ერთ ტრაგედიას ტრაგედიად ვთვლით და მეორეს არა. ესა ვართ? რატომ ასეთი შერჩევითობა?”.