,,50 წლის წინ ერთ პატარა ჰოლანდიურ ოჯახში…” – წერია ყოფილი პირველი ლედის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის ფეისბუქგვერდზე და მისი ჩვილობის ფოტოა გამოქვეყნებული.
სანდრა რულოვსს 50 წლის იუბილეს უამრავი ადამიანი ულოცავს:
,,მადლობა, სანდრა, საქართველოს სიყვარულისთვის! მადლობა სიკეთისთვის, რაც ქართველი ხალხისთვის დღემდე გიკეთებიათ! მადლობა ბრძოლისთვის! ბევრი ცუდის და დაუმსახურებელი შეურაცხყოფის ატანისთვის! ქართველი ერი ვალშია თქვენთან! თქვენ მხოლოდ პატივისცემას იმსახურებთ ჩვენგან! გვიყვარხარ და გვეამაყები, ჩვენო პირველო ქალბატონო!”, ,,გილოცავთ, ჩვენო ღირსეულო პირველო ლედი, მალე ჩვენს საამაყო პრეზიდენტთან ერთად გეზეიმოთ საქართველოში. გვიყვარხართ საქართველოს მადლიერ ერს, მადლობა და ბოდიში ყველას მაგივრად”, ,,გილოცავთ, ქალბატონო სანდრა. თქვენ ხართ საუკეთესო პირველი ლედი და გისურვებთ, ძალიან მალე ოჯახის სრული შემადგენლობით ბედნიერად გეცხოვროთ საქართველოში!..” – ასე ულოცავენ 50-ე წელს ფეისბუქით ყოფილ პირველ ლედის.

