,,კომპანიის პრეზიდენტი თანამშრომლებს თავისი ხელით გვიდებდა საჭმელს” – რას წერს ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი

,,კომპანიის პრეზიდენტი თანამშრომლებს თავისი ხელით გვიდებდა საჭმელს" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილიამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი ,,ფეისბუქში” წერს:

,,ეს ფოტო დღესაა გადაღებული ჩემთან, სამსახურში. საშობაო სადილი გვქონდა კოლექტივს, რომელიც კომპანიამ გადაიხადა. განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: 2 საათის განმავლობაში გვემსახურებოდა ,,ტოიოტას” მენეჯმენტი. ფოტოზე ხედავთ კომპანიის პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტსა და მენეჯერებს. ისინი თავიანთი ხელით დებდნენ საჭმელს თეფშებზე ჩვენი გემოვნების მიხედვით.

საოცარია ეს ქვეყანა, ამერიკელი ხალხის მენტალიტეტი, როგორ ზრუნავენ თითოეულ თანამშრომელზე და ცდილობენ, გაულამაზონ დღესასწაულები.

ღმერთო, როდის მოვესწრები საქართველოშიც, თუნდაც წელიწადში ერთხელ დაქირავებული გრძნობდეს თავს თანასწორად.
ღმერთმა დალოცოს ამერიკა!”.