ირმა ინაშვილი: ,,იყო დრო, როცა ძალიან მიჭირდა და მეგობრები მიზიარებდნენ საახალწლო ნობათს”

ირმა ინაშვილი: ,,იყო დრო, როცა ძალიან მიჭირდა და მეგობრები მიზიარებდნენ საახალწლო ნობათს"პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი გაჭირვებულ ადამიანებს 31 დეკემბერს, ორშაბათს, დღის 3 საათზე  პარლამენტის შესასვლელთან ელოდება. ის ფეისბუქში წერს:

,,დაგელოდებით ყველას, ვინც მწერთ, რომ საახალწლოდ გაკლიათ საკვები. ნუ მოგერიდებათ, გთხოვთ! იყო დრო, როცა მეც ძალიან მიჭირდა და ჩემი მეგობრები მიზიარებდნენ საახალწლო ნობათს. მობრძანდით და აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები, რომლებზეც ასეთი სიყვარულით მწერთ, უნდა გაგახაროთ!

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, თუ მეზობლად გაჭირვებული ოჯახი ეგულება, გადასცეს, რომ 31 დეკემბერს, დღის 3 საათზე პარლამენტთან ველოდები. ყველასთან თავად მივიდოდი, მაგრამ ბევრი წერილია და, უნდა მაპატიოთ, რომ ფიზიკურად ვერ მოვასწრებ სტუმრობას. გელოდებით, გულით და სულით.

P.S. მოკრძალებით გწერთ, გთხოვთ უმორჩილესად: ნუ მომაქცევთ მე ყურადღებას და ნუ შემაქებთ, გთხოვთ… არაფერი არაა აქ განსაკუთრებული. ვიმოქმედოთ, თუ ვინმეს უჭირს, გადაეცით, მოვიდეს”.