გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას დედამ შვილის თანაკლასელებს შობა-ახალი წელი მიულოცა

გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას დედამ შვილის თანაკლასელებს შობა-ახალი წელი მიულოცა25 ოქტომბერს მთელი საქართველო შეძრა გორელი გოგონას, 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის სასტიკმა მკვლელობამ. მის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძეა.

დღეს ნანიკოს დედა, ნათია ლალიაშვილი თავისი გარდაცვლილი შვილის კლასელებს ესტუმრა და ანგელოზად ქცეული ნანიკოს სახელით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

,,გამარჯობა, ჩემო ყოჩაღო და ლამაზო მეგობრებო!
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მენატრებით…
თქვენი მფარველი ანგელოზი ნანიკო”, – ასე ეწერა ნანიკოს მისალოც ბარათებში.

ამის შესახებ ნანიკოს მასწავლებელმა,ცირა ხუბულურმა ფეისბუქში დაწერა:

,,დღეს ჩემს პატარებს ნანიკოს დედა, ნათია ლალიაშვილი ესტუმრა. წერილები და ნანიკოსთან გადაღებული სურათები მოუტანა საჩუქრად! დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მათ!
დიდი მადლობა ნათიას ასეთი სითბოსთვის, სიყვარულისთვის.
ისეთივე დიდი სიყვარულით ჩაეხუტა მათ, როგორც ნანიკო ეხუტებოდა ყველას, უსაზღვრო სიკეთეს გასცემდა! ეს ყველაფერი თავად გაიხსენეს ბავშვებმა! მოეფერნენ, ნანიკოს ხსოვნას პატივი მიაგეს!
მადლობა მათ!
მიყვარხართ, ჩემო მომავლის იმედებო! თქვენ ძალიან საამაყო შვილები ეზრდებით მშობლებს”.