მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა ,,პროფილში” გულახდილად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე, იმაზე, თუ როგორ მძიმედ გადაიტანა სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ერეკლე კოდუასთან გაშორება, სკანდალი სკანდალს მიჰყვა.
გადაცემის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ერეკლე კოდუამ თავისი მეგობარი ქალის, კატია დიდას ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ჩემი ცხოვრების სიყვარული”.
ამას მოჰყვა დიდას წერილი, რომ მას ნანუკასთვის ქმარი არ წაურთმევია და ერეკლე კოდუა მარტო იყო, როცა მას შეხვდა.
კატია დიდას პოსტმა ქართულ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ჟორჟოლიანის და კოდუას საერთო შვილმა, საბამ ხალხს მიმართა, რომ ამ თემის განხილვა შეეწყვიტათ.
,,გთხოვთ, თქვენს საქმეს მიხედოთ, ეს მათი ცხოვრებაა და არა თქვენი”, – დაწერა საბა კოდუამ.
საბას ამ მიმართვას კი ერეკლე კოდუას მკაცრი პოსტი მოჰყვა.
„ნანა ჟორჟოლიანო!!! ნუ ხმარობ საბას ფეისბუქს! ეს შენ ხარ, ვიცი ზუსტად!“ – დაწერა ერეკლე კოდუამ.

