დედამთილმა ხატია სიჭინავას ოქროს ბეჭედი აჩუქა

დედამთილმა ხატია სიჭინავას ოქროს ბეჭედი აჩუქაყოფილმა ტელეწამყვანმა და ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის მეუღლემ, ხატია სიჭინავამ დედამთილისგან საახალწლო საჩუქარად ოქროს ბეჭედი მიიღო.

ხატიას თქმით, მისმა დედამთილმა, ლალი ნოზაძემ, ოქრომჭედელს ბეჭდის დამზადება შეუკვეთა, რომელზეც გამოსახულია სიტყვა love (სიყვარული).

,,შენგან ძირითადად ,,სიყვარულო” მესმის და პირადად შენთვის გავაკეთებინე ოქრომჭედელსო” – წერს ხატია და დედამთილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.