ვახო ხუზმიაშვილმა ნაჩუქარი მანქანა ზაზა ოქუაშვილს უკან დაუბრუნა – ,,იბერიასთან” დავტოვე”

ვახო ხუზმიაშვილმა ნაჩუქარი მანქანა ზაზა ოქუაშვილს უკან დაუბრუნა - ,,იბერიასთან" დავტოვე"ტელეკომპანია ,,იბერიის” ყოფილმა ტელეწამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა არხის ხელმძღვანელებს მათ მიერ ნაჩუქარი მანქანა უკან დაუბრუნა. როგორც ჟურნალისტი წერს, ავტომობილი ტელეკომპანიის წინ დატოვა.

,,წლების წინ, დაბადების დღეზე მიღებული საჩუქარი, რომელიც ,,იბერიას” მფლობელებისთვის  ჟურნალისტების ობიექტური პრეტენზიების პასუხად თავდაცვის ერთადერთი ,,იარაღი” აღმოჩნდა. ვაბრუნებ! არ მჭირდება! პირდაპირ ეთერში სალაპარაკოც რაღა იქნება! უმანქანოდაც ვივლი! რამდენიმე წუთის წინ ,,იბერიასთან” დავტოვე”, – წერს ვახო ხუზმიაშვილი