თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს – ,,ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია, ან კიდევ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ქალაქი”

თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს - ,,ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია, ან კიდევ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ქალაქი''ქუთაისში, ახალგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსების ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.
ამის შესახებ აკაკი მამრიკიშვილი წერს:
,,დღეს პირველად გავიარე ,,განახლებულ” თეთრ ხიდზე, რომელიც ზარზეიმით გახსნილა რამდენიმე დღის წინ.
ჩემი ყურადღება ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ სჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს.

სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში უამრავმა გენიოსმა მიუძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს-მეთქი.
3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი იმ ფილას, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის (კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, მგონი, პირველად შემრცხვა ასე ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი, სხვები აღარც წამიკითხავს!
ეს სიტყვები, რომლებსაც თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან ,,აღსარება ქუთაისს” და ეკუთვნის ტერენტი გრანელს.
კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება ნამდვილად არ სჭირდება, თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს…
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია, ან კიდევ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე.
იმედი მაქვს, შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ გამოასწორებენ ამ შეცდომას.
ეს რომ ,,სევდის მეფეს” წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში, ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო!
,,მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!!!”
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!” – წერს აკაკი მამრიკიშვილი.

ქუთაისიპოსტ.ჯი