ოქრუაშვილი ხაინდრავას: ,,შენ და შენი შვილი დღემდე ჩემი ფულით ნაყიდ ყაყაჩოს ,,ვენოკებს” ხარშავთ”

ოქრუაშვილი ხაინდრავას: ,,შენ და შენი შვილი დღემდე ჩემი ფულით ნაყიდ ყაყაჩოს ,,ვენოკებს" ხარშავთ"საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ რეჟისორი გოგა ხაინდრავა  საარჩევნო შტაბში გვირილების თაიგულით მივიდა და განაცხადა, რომ ,,ვენოკები” აქვს შეკვეთილი ,,რუსთავი 2″-ისთვის და ნაციონალებისთვის, კურიერად კი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში მას ასე უპასუხა:

,,ოცნების” ოფისში თაიგულით მისულ ხაინდრავას გუშინ ჟურნალისტისთვის უთქვამს, ,,რუსთავი 2”-ისთვის და ნაციონალებისთვის ,,ვენოკი” შევუკვეთე და ოქრუაშვილი მოგიტანთო.

ვერა, გოგაჯან, ვერა. ხომ იცი, რა ცუდი გამოცდილება მაქვს ,,ვენოკებზე”.

რაც მე შენს ოჯახში პარიზიდან ფული ვაგზავნე 2009-10 წლებში, იმ ფულით იმდენი ყაყაჩოს ,,ვენოკი” იყიდეთ შენ და შენმა ბიჭმა, რომ დღემდე იმ გამხმარ ,,ვენოკებს” ხარშავთ.