მიხეილ სააკაშვილი ბერას: ,,შენი ოჯახისთვის ტიბეტიდან ჩამოაქვთ საჭმელი, 150 ათასი ბავშვი კი შიმშილობს”

მიხეილ სააკაშვილი ბერას: ,,შენი ოჯახისთვის ტიბეტიდან ჩამოაქვთ საჭმელი, 150 ათასი ბავშვი კი შიმშილობს"რეპერ ბერა ივანიშვილის წერილს, რომ მის ქორწილში ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და ფეისბუქით მიმართა:

,,ბერა, გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვერტმფრენი და თვითმფრინავი, რომლებსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში, ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდევ ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები, რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე…
თუ გინდა, გაიგო როგორია, ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში. ან კიდევ უფრო უკეთესი – შეუარე ჩემს ნაცნობ ტყიბულელ ოჯახს, სადაც ბებია და შვილიშვილი სამოთახიანი ბინიდან მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ, იმიტომ, რომ დანარჩენი ორის გათბობის ფული არ აქვთ და გასინჯე მათი ,,ზომიერი” ულუფა..
ისე კი, გისურვებ ბედნიერებას!”