ზუზუს მეუღლე: ,,100-ჯერ რომ დავიწყო ცხოვრება, 100-ჯერვე შენი ცოლი ვიქნებოდი”

ზუზუს მეუღლე: ,,100-ჯერ რომ დავიწყო ცხოვრება, 100-ჯერვე შენი ცოლი ვიქნებოდი"გარდაცვლილი მსახიობის, ზაზა ბეჟაშვილის (ზუზუ) მეუღლე, თამარ ორაგველიძე ფეისბუქში ზუზუს სხვადასხვა ინტერვიუებიდან ამონარიდებს აქვეყნებს და თავის ტკივილზე წერს:

,,- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ვიც­ვლე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღა­ცებს გა­მო­ვას­წო­რებ­დი, დე­დას არ ვაწყენინებდი.
– თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს… ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია.
– რო­მე­ლიც არ მომ­წონს… ვერ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვჩ­ქა­რობ თუ ნელა მივ­დი­ვარ.,,

ზუზუ, ძალიან ძალიან იჩქარე. მე რომ 100-ჯერ დავიწყო ცხოვრება თავიდან, 100-ჯერვე შენი ცოლი ვიქნებოდი. შენ ჩემი უწესიერესი, უპატიოსნესი, უერთგულესი, უნიჭიერესი მეგობარი და მეუღლე იყავი. ჩემო ტკბილო, შენს სიცილს შემოვევლე”.