თათია შარანგია და სალომე ზურაბიშვილი ვერ შეთანხმდნენ

თათია შარანგია და სალომე ზურაბიშვილი ვერ შეთანხმდნენპიანისტი თათია შარანგია, რომელსაც ონლაინგადაცემა ,,სთორი” მიჰყავს,  სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ვერ შეთანხმდნენ და გადაცემა ჩაიშალა.

“მოგესალმებით ყველას, ჩვენ დავაანონსეთ, რომ “სთორი” წარადგენდა პრეზიდენტობის ყველა ძირითად კანდიდატს და მათი ცხოვრების ისტორიის გარდა, დასვამდა კითხვებს ყველა
იმ თემაზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს… ასეც იყო.. “სთორიმ” უმასპინძლა ზურაბ ჯაფარიძეს, დავით უსუფაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს. დავსვი კითხვები და მივიღე პასუხები.

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ნამდვილად იყო სურვილი და თანხმობა “სთორიში” სტუმრობის, მაგრამ ვთვლი, რომ რიგ პრინციპულ შეკითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს ქართველ საზოგადოებას, პასუხი ამომწურავად უნდა მიგვეღო – ვერ შევთანხმდით.

ჩემთვის კი, როგორც რიგითი ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავსვა შეკითხვები, რომლებიც ეხება ჩემს ქვეყანას და მის მომავალს, რომლებზე პასუხების გარეშეც მე არ ვთვლი, რომ გადაცემა შედგებოდა…

გპირდებით, რომ მომავალშიც ერთგულად და მიუკერძოებლად გავაგრძელებთ ამ გადაცემის ფორმატის დაცვას. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის! ” – დაწერა შარანგიამ.