პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში , მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:
-პრეზიდენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ასობითათასი მოქალაქე, რომელთაც საქართველოსთან კავშირი აქვთ გაწყვეტილი. ვისაც ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა დაგანაცხადებს დაბრუნების სურვილს, უნდა დაუბრუნდეთ მოქალაქეობა, მაგრამ მე ვიქნები პრინციპული, როცა საქმე ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქე, ყოფილ პრეზიდენტს, ყოფილ პრემიერს, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს. თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე, ის ვერასოდეს უნდა დაუბრუნდეს ამ სტატუსს, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ფაქტები.ჯი