პიკასო: ,,არ გაპატიებთ ,,ქუჩის ბიჭების” შეურაცხყოფას!”

პიკასო: ,,არ გაპატიებთ ,,ქუჩის ბიჭების" შეურაცხყოფას!"ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო ფეისბუქით იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებმაც ჯგუფის წევრები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპსი მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს.

,,ვინც ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” ცუდად მოხსენიებას ან დაკომენტარებას დააპირებს, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ, თქვენს ცხოვრებას გადახედოთ, მერე პირი და აზროვნება რამდენჯერმე კარგად გამოირეცხეთ!

,,ქუჩის ბიჭები” არ არის არც ჩემი, არც შენი და, მით უმეტეს, არც მიშიკოსი! ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები” არის ქართველი ხალხის, ემიგრანტების და თითოეული ოჯახის წევრის საყვარელი ჯგუფი!

25 წელია თქვენთვის, თქვენი სიყვარულით და საქართველოს სიყვარულით მოვდივართ! ყოველთვის ვიდექით ჩვენი მსმენელის და საზოგადოების გვერდით!

არ გაპატიებთ არავის და არც ხალხი გაპატიებთ ჯგუფის შეურაცხყოფას!” – წერს მომღერალი.