ნუგზარ სულაშვილი: ,,შენ მოხვედი 800 გრ, 34 სმ და 26 კვირის… გამხნევებდი: ,,არ დანებდე, შენ ძლიერი ხარ, მამი!”

ნუგზარ სულაშვილი: ,,შენ მოხვედი 800 გრ, 34 სმ და 26 კვირის... გამხნევებდი: ,,არ დანებდე, შენ ძლიერი ხარ, მამი!"ნუგზარ სულაშვილი ფეისბუქში იმ პერიოდზე წერს, როცა მის ოჯახს ძალიან მძიმე პერიოდი ჰქონდა და უფალს შვილის გადარჩენას სთხოვდა.

,,დღეებს ვითვლიდი. ველოდებდი შენს დაბადებას, რადგან შენ იყავი ძე ჩემი. ჩემი სიცოცხლის, გვარისა და ჯიშის გამგრძელებელი, რომელსაც უნდა შეგეცვალა ჩემთვის სამყარო… და შენ მოხვედი… 800 გრ და 34 სმ 26 კვირის…
მითხრეს, რომ ცეროდენა იყავი. უსუსური და უმწეო.

არ დავიჯერე… არ დავიჯერე, რადგან საკუთარ მკერდში ვგრძნობდი შენს გოლიათურ გულისცემას და ვიცოდი, გაიმარჯვებდი სიკვილთან ჭიდილში…

საათობით ვიდექი შენს პალატაში. ვუყურებდი მონიტორზე მოულოდნელად დაცემულ ციფერბლატს და გამხნევებდი: ,,მიდი! მიდი! არ გაჩერდე იოანე! არ დანებდე! შენ ძლიერი ხარ, მამი!”.
მახსოვს, ჩუმად გიკითხავდი დედის ლოცვებს (მერე რა, რომ მე მამა ვარ შენი)…
მადლობა, მამა, რომ დაიბადე, რომ იბრძოლე გადასარჩენად. მადლობა შენ, ჩემი ბედნიერებისთვის.
მალე შენი დაბადების დღე დადგება. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა გაჩუქო იმაზე მეტი, რასაც შენ მჩუქნი?
გაჩუქებ მეგობრობას, ძმაკაცობას, ერთგულებას, შენი ერის და მამულის სიყვარულს. გაჩუქებ ყველაფერს თუ რამ მაბდია”, – წერს ნუგზარ სულაშვილი