ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ფეისბუქით ეხმაურება.
„მოკლედ, დღეს გაირკვა, რომ, ქვეყნის არაფორმალური მმართველის აზრით, ქვეყნის ნამდვილი არაფორმალური მმართველი მე ვარ. მერე რა, რომ მილიარდები არ მაქვს… ბიძინა ივანიშვილი ციტირებს თამარ ჩერგოლეიშვილს ჩემი ნარკომანობის დასამტკიცებლად. არარაობა ციტირებს არარაობას. ტაში, ქალებო, ჩერგოს მაზლი ცეკვავს!..
დღეს რომ ,,რუსთავი 2″ გამორთო, ქვეყანაში აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ (ს) ბიძინა. ამაზე მეტი სიმართლე ამას არ უთქვამს. ასე ფიქრობს და კი ცდილობს, გამორთოს, მაგრამ…
p.s. ვინ ვის გამორთავს, მაგას დაგანახებთ“, – წერს ნიკა გვარამია.

