,,მარიხუანა სკოლაშივე იყიდება, თითო კლასში თითო გადამყიდველია” – საგანგაშო ინფორმაცია

,,მარიხუანა სკოლაშივე იყიდება, თითო კლასში თითო გადამყიდველია" - საგანგაშო ინფორმაციაგიორგი რურუა ფეისბუქით საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომ სკოლის მოსწავლეები არათუ ეწევიან მარიხუანას, არამედ ყიდიან კიდეც.

,,მამამ თხუთმეტი წლის ბიჭს მარიხუანის მოხმარებისას წაასწრო. ძალიან დაიბნა, დაავალა თავის უსაფრთხოების სამსახურს, თვალი ედევნებინა თავის შვილისათვის თუ საიდან შოულობდა ,,პლანს”…
მოკლედ, ამ კაცის გაშვებულმა უსუფრთხოების თანამშრომლებმა საგანგაშო ინფორმაცია მიუტანეს ფოტოებით და მტკიცებულებებით. სამწუხაროდ მარიხუანა სკოლაშივე იყიდება, თითო კლასში თითო გადამყიდველია. არ ვიცი, ამ ისტორიას რა დავამატო…
პ.ს. მარიხუანის პლანტაცი გვაკლია ბედნიერებისათვის”, – წერს რურუა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსწავლეები მარიხუანას ეწევიან.