ირინა სარიშვილი: ,,ღირსება რომ გაქვს და ოჯახი გყავს, ზუსტად ამიტომ არ უნდა მიეკარო შვილმოკლულ მამას!”

ირინა სარიშვილი: ,,ღირსება რომ გაქვს და ოჯახი გყავს, ზუსტად ამიტომ არ უნდა მიეკარო შვილმოკლულ მამას!"ირინა სარიშვილი ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს ფეისბუქით ეხმაურება და წერს:

,,იმ პოლიციელს რა, ღირსება არა აქვს და ოჯახი არა ჰყავს, ის რა ცოდო არ არის, თავში რომ ჩაარტყაო?
რას გეტყვით, იცით? ზუსტად იმიტომ, რომ ღირსება გაქვს და ოჯახი გყავს, ზუსტად ამიტომ არ უნდა მიეკარო შვილმოკლულ გამწარებულ მამას, რომელიც უკვე ერთი წელი ხდება შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასჯას ითხოვს, არ უნდა დაურბიო კარავი, არ უნდა გადაუგრიხო ხელები, არ უნდა აგინო ცოლ-შვილი და მერე არ უნდა ჩაურთო კამერა, როცა გამწარებული კაცი რაც ხელში მოხვდება, იმას ჩაგარტყამს! თუ ღირსება გაქვს, ოჯახი გყავს, გული გაქვს და ცოტა ტვინიც, იმ კაცის ადგილას საკუთარი თავი უნდა წარმოიდგინო და იმასაც მიხვდე, რომ ხვალ შეიძლება შენც იგივე გელის ასეთი განუკითხაობის დროს!

ვინ არის ზაზა სარალიძე ასე ყველაფერი რატომ უნდა შერჩესო! გესმით ხალხო?! ზაზას შერჩა თურმე ყველაფერი! გესმით?! ვინა ხართ ასეთი ღვარძლიანები, შურიანები, ბოროტები, ვისაც ენა გიბრუნდებათ იმ კაცის წინააღმდეგ, ვისაც შვილი მოუკლეს და სამართალი ვერ ნახა! ახლა იბრძვის და შოუებს მართავსო! ასეთი რა მძ@ით გაქვთ სავსე გული და გონება, რომ ასეთ საზიზღრობებს უშვებთ პირიდან?!

კანონის უზენაესობაო! კანონის წინაშე ყველა ერთიაო!
ყალბებო! ფარისევლებო! ვითომ კანონმორჩილებო! ვის ელაპარაკებით კანონზე – შვილმოკლულ მამას, რომელიც შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასჯას ითხოვს?! ან რა კანონზე ლაპარაკობთ – სულში რომ გაფურთხებენ და რომ უნდა მოითმინო?

ამ საქართველოს უმღერით, ჩემი საქართველო აქ არისო?!
მოგ@თ ყველა და ყველაფერი, რასაც თქვენად თვლით ბოღმით, შურით და ვაზელინით ამოტენილო არარაობებო! ტფუ!”.