ზუზუს მეუღლე: ,,მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული… მენატრები, მარტო ჩემო!”

ზუზუს მეუღლე: ,,მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული... მენატრები, მარტო ჩემო!"მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის (ზუზუს) მეუღლე თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში თავის დიდ ტკივილზე წერს:

,,მიწაზე დამანარცხე და წახვედი, მიყვარხარ, მენატრები, გიბრაზდები… ყველაფერი ერთმანეთში ამერია. როგორ მეძახდი ხოლმე? TAMARA (ახლაც მესმის ). ჰოდა, დამიძახე და მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული.

ვგრძნობ, ძალა გამომეცალა და სადღაც დავიკარგე. ოხხ,  როგორ მენატრები, ჩემო, ჩემოო, მარტო ჩემო!”.

ჟურნალ ,,სარკის” დღევანდელ ნომერში იხილავთ თამარ ორაგველიძის ინტერვიუს, სადაც ის ზაზა ბეჟაშვილთან შეხვედრის, სიყვარულის, ოჯახური ცხოვრების დეტალებს ყვება, თუ რა გეგმები ჰქონდათ მსახიობსა და ქალბატობ თამარს, რას საყვედურობდა მეუღლეს ზაზა, რა ტკივილს დაატარებდა ორივე ერთად და ა.შ.