დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში დიღომში კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა, გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.
მომღერალი ციური მჭედლიძე დიმიტრის შესახებ წერს:
,,ჩემო დიტო, ჩემო უსაყვარლესო და უთბილესო, რა დაუჯერებელია შენი გარდაცვალება, და თან ასეთი აბსურდით. კაცს, რომელსაც სიცოცხლე ასე გიყვარდა და ყველასთვის უშურველად სიყვარული და სიკეთე მოგქონდა.შენ ხომ შენი კარგი კაცობით გაგიცნო ხალხმა.
ჩემი ანსამბლის ,,ივერონის” სოლისტი იყავი. როგორ დაამწუხრე და გამოაკლდი ჩემს ბიჭებს. სულ თვალწინ დამიდგა შენი ქორწილი, თეთრ ჩოხაში რა კარგი დასანახი იყავი…
სულ ყურში მესმის შენი ლამაზი ხმა და ნამღერი. როგორ თბილად შემხვდი ბოლოს და შემპირდი, მთელ ანსამბლის წევრებს შევკრიბავ, ციური მას და ერთად ჩავსხდეთ და მოვილხინოთო. ალბათ ახლა ამ ფორმით შეგვკრიბა, სამწუხაროდ. ჩემო საამაყო ვაჟკაცო, ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი”.

