თინათინ ხიდაშელი: ,,იცოდა, როგორ გამამწარებდა, ჩემს წამოსვლას დაელოდა”

თინათინ ხიდაშელი: ,,იცოდა, როგორ გამამწარებდა, ჩემს წამოსვლას დაელოდა"თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,ახლა დამირეკა სანდრომ. ჩემს წამოსვლას დაელოდა, იცოდა, როგორ გამამწარებდა. არ უნდოდა, ასე მენახა. ჩემი სიხალისის დიდი ნაწილი წაიღო.

დღეიდან ოფიციალურად აღარ მყავს მამა, აღარც საკუთარი და აღარც ის, ვინც მთელი ბავშვობა მამობას მიწევდა.
აქ საჯაროდ დატირების გარდა ვერაფერს ვაკეთებ”, – დაწერა თინათინ ხიდაშელმა. მას მამის გარდაცვალებას ფეისბუქით უსამძიმრებენ.