პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძის შესახებ ფეისბუქში წერს:
,,ბურჯანაძეს მოვუსმინე (მოსკოვში გამოსულა, საქართველომ ომი დაიწყოო) და მამაჩემის ერთი ხუმრობა გამახსენდა: ბურჯანაძის იმ ავადსახსენებელი ცნობილი გამოსვლის შემდეგ (პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს -7 ნოემბერს), როცა მან თქვა, ხელისუფლებამ ხალხი რომ დაარბია, სწორად მოიქცა, რადგან ამით თავი დაიცვა. ნიკოლოზიც რომ ასე მოქცეულიყო, უკეთესი იქნებოდაო. ჰოდა, გაბრაზდა ჯანსუღი და მაშინ იხუმრა: ,,კაცო, ეს გოგო მე ნინო ანზოროვნა ბურჯანაძე მეგონა და თურმე ნინო პაზორ-ოვნა პურ-ჯანაძე ყოფილაო. როგორც იტყვიან, არის ყველა ხუმრობაში სიმართლე.

