პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მარიხუანის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ წერს.
„ამ ხელისუფლებას არ აუშენებია დაპირებული ქარხნები, არ გვაქვს საწარმოები. გაპარტახებულია ქვეყანა, უმუშევრობაა ტოტალური, გაღატაკდა ხალხი.
ექსპორტზე ჩვენი არაფერი გადის, მარიხუანის წარმოება კი არა, ციტრამონი არ გვაქვს და ნოშპა (ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გვაჩვენეს, ცარცს ურევენო), რა ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო კულტურაზე საუბრობს გუგული მაღრაძე. ვერ გავიგე, ეს ქალი დეპუტატია თუ ,,გაპრავებული ბარონების და მამაშების” სახურავი.
პომიდორი და კარტოფილი არ გვაქვს და შემოგვაქვს, კაცმა არ იცის რა! აღვირახსნილი ხელისუფლება გვყავს, ეს რა ხდება?! რას ბედავთ! წადით! წადით!
100 საწარმოო ხალხს ჰპირდებოდნენ და არ ააშენეს. ახლა კი მარიხუანის საწარმო დააანონსეს… სახელმწიფო ვიყავით, იმ ხელისუფლების დროს, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი 9 წელი, ამ “ოცნების” ხელისუფლების დროს სახელმწიფო აღარ ვართ, ნარკოტრაფიკის დასაყრდენი საბაჟო გავხდით”.

