ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა – ,,გული მომეკუმშა, რომ წარმოვიდგინე…”

ნუკი კოშკელიშვილი ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა - ,,გული მომეკუმშა, რომ წარმოვიდგინე..."ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბავშვი გააჩინა, ინსტაგრამზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ახალნამშობიარები ქალების პრობლემებს ეხება:

„დღეს მქონდა ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთთან და ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დამისვა:”ბენი არ გეუბნება, გასუქდი და უნდა გახდე?”.

ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი, რა თქმა უნდა, არა-თქო. თუმცა მერე დავფიქრდი, რადგან ასეთი კითხვა ისმევა, ესე იგი, მსგავსი რაღაცები ხდება და გული მომეკუმშა, რომ წარმოვიდგინე იმ დედების გრძნობა…  ჯერ სუქდები ცხრა თვე, მერე აჩენ და დასავარცხნი, დანევროზებული, კანჩამოკიდებული დედა ხარ, რომელსაც ისედაც კომპლექსები აქვს, რომ ქმრისთვის არ არის მიმზიდველი და აი, ამის ფონზე კიდევ რომ მოგიტრიალდეს და გითხრას, გახდიო!

ძალიან ვიდარდე და ბევრი ვიფიქრე და უცბად გავიფიქრე, ხომ არ ჯობია, გითხრას გულწრფელად, ამით სტიმული მოგცეს და თავს მიხედო (ძალით, სხვანაირად არ გამოვა), იმის ნაცვლად, რომ გვერდზე გაიხედოს, უბრალოდ გითხრას: ,,ასეთი არ მომწონხარ, მოდი, მიხედე თავს”.

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, პასუხი ვერ ვიპოვე, მხოლოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალის მოსაწონს მშობიარობის შემდეგ კაცი ვერაფერს იზამს. ჩვენ მაინც არ მოგვეწონება მისი საქციელი… ოჰ, ეს ჰორმონები…“.