,,მააა, მიყვარხარ!” – ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს 87 წლის გახდებოდა – ვიდეო

,,მააა, მიყვარხარ!” - ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს 87 წლის გახდებოდა - ვიდეოდღეს, 30 სექტემბერს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა – ის 87 წლის გახდებოდა. ქალიშვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში მამაზე წერს.

,,მაააააააა, მიყვარხარ! დღეს, 30 სექტემბერს დაიბადა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი – ვაჟკაცი იყო ჩემი ჯანსუღი და დიდი პოეტი.

მისი შექმნილი, სხვა ლექსები უფრო მიყვარს, მაგრამ ეს ლექსი, მანცვიფრებს-მაკვირვებს, რადგან 1972 წელს არის დაწერილი (გარეთ თავისუფლების ფოთოლი რომ არ შრიალებდა). ეს პოეტი კი პირდაპირ ითხოვდა და ამბობდა:
,,მაგრად დაჰკარით,
მაგრად დაჰკარით,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს
რწმენის აკვანი,
კვლავ იდგეს, ტურფა
და სანატრელი.
მაგრად დაჰკარით,
მაგრად დაჰკარით,
მტერს ავი თვალი დაენისლება,
ვინც ჩვენ ერთმანეთს
უცებ გაგვყარა,
სატრფოსთან შეყრას
არ ეღირსება.
თუ გამარჯვება , არის მიზანი
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად
მამულისათვის,
მამულისათვის,
ძმებო,,,, სიკვდილი ან გამარჯვება,
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება,
დაუცხრომელი ხალხის ბუნება,
თავისუფლება და აღტაცება,
დაუცხრომლობით აღისრულება,
ძლივს, ძლივს ამოდის,
მთვარე სამოთხის, ტყვია, მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება, ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია”.

ჯანსუღი – 1972 წელი”, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა და ვიდეო ატვირთა, სადაც მამა-შვილი, მამუკა და ჯანსუღ ჩარკვიანები მღერიან.