კალაძემ ჭამა-სმაში 20 დღეში 45 ათასი ლარი დახარჯა – ,,სუში მასაც უყვარს”

კალაძემ ჭამა-სმაში 20 დღეში 45 ათასი ლარი დახარჯა - ,,სუში მასაც უყვარს",,ქართული ოცნება”, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილს ლუკმებს უთვლიდა და სხვისი თეფშიდან ჭამის გამო ზვიად კუპრავას ასამართლებს, ბიუჯეტის ხარჯზე ჭამა-სმაზე და რესტორნებში გრიალზე უარს არ ამბობს.
ამ მხრივ თბილისის მერიას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ, ნამდვილად გაგვაოცა. არასამთავრობოები მისი მერობის დროს მენიუს შესწავლას ვერ აუდიოდნენ.

ნამერალს არც კახა კალაძე ჩამორჩა. არასამთავრობოებს და ოპოზიციას მანაც ბევრი სამუშაო დაუგროვა. მერის დროსტარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია დედაქალაქის საკრებულოში მსჯელობას აპირებს.

რაში დახარჯა კალაძემ 45.000 ლარი, რატომ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე ხალხი და რას ფიქრობენ ის მეოცნებეები, რომლებიც წინა ხელისუფლებას ლუკმებს უთვლიდნენ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.
ლევან ხაბეიშვილი:
– 27 ივნისიდან 17 ივლისის ჩათვლით კახა კალაძე სამჯერ იმყოფებოდა რესტორანში. კალაძის და მისი სტუმრების სამჯერ გამასპინძლება საქართველოს ბიუჯეტს 45.000 ლარი დაუჯდა.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მენიუ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ოპოზიციაში ყოფნისას სხვის ჩუსტებს, ჩაის და საპონს ითვლიდნენ. სერიოზული პანიკა იყო “ოცნებაში” სუშის გამო. სააკაშვილი სუშს ჭამსო, ამის გამო ისინი ხშირად აწყობდნენ აქციებს.

“ოცნება” თავიდან ბოლომდე რომ ტყუილზე იყო აგებული, ამაზე მათი რესტორნებში ქეიფიც მეტყველებს. სხვას სუშის ჭამის გამო აკრიტიკებდა და თავად პანაკოტას სოუსზე და ბანანის სმუსზეა გადასული. სუშის ჭამაზე უარს არც კალაძე ამბობს.

უმრავლესობის დეპუტატებს ვკითხავთ, თუ 1 ლარი 18 თეთრი საკმარისია იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი იკვებოს, კალაძის სტუმრის გამასპინძლება რატომ უნდა დაუჯდეს ბიუჯეტს 15.000 ლარი. სამჯერ ქეიფი 45.000 დაჯდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითო ვიზიტისას 15.000 ლარი დაიხარჯა.
საინტერესოა ისიც, რომ ფული მარტო ჭამა-სმაზე არ დახარჯულა. ერთ-ერთი ქეიფის დროს, მუსიკალურ გაფორმებაზე 5.900 ლარი აქვთ გადახდილი.
– ვინ ჰყავდათ ამისთანა მუსიკოსი ან რა დაუკრა ასეთი, რომ ამხელა თანხა გადაუხადეს?
– რა დაუკრეს, არ ვიცი, ეტყობა, მათ ქეიფს მუსიკალურად ენრიკე აფორმებდა, ეგლესიასი… კითხვის გაგრძელება…