ირინა სარიშვილი: ,,ვაი, საქართველოს, სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს”

ირინა სარიშვილი: ,,ვაი, საქართველოს, სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს"ირინა სარიშვილი ფეისბუქში წერს:

,,სალომე ზურაბიშვილმა (შემდგომში ს.ზ.–მ) ზაზა სარალიძის მდგომარეობას ირინა ენუქიძისას ვერ შევადარებო! ზაზას შვილი ჩხუბში მოკლეს და გირგვლიანი ხელისუფლებამო…
ცუდია, რომ წესიერი მოპასუხე არ ჰყავდა, იქვე რომ აეხსნა ს.ზ–თვის, რომ ჯერ ერთი, ზაზას შვილის მკვლელს ხელისუფლება აფარებს ხელს! მეორეც,  მაჩალიკაშვილი ვინ მოკლა? და მესამეც, დაღუპულ ადამიანებს, მით უმეტეს, შვილებს არ ახარისხებენ!
ფურთხის ღირსია ამის მთქმელი!
ფურთხის ღირსია ამაზე დამთანხმებელი!
ვაი, საქართველოს, სადაც ასეთი ამაზრზენი უტვინობა და უზნეობა პრეზიდენტად იყრის კენჭს და სადაც თუნდაც ერთმა ადამიანმა ხმა უნდა მისცეს ამ არარაობას, როგორც პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს!
ტფუ, მასაც და ყველას, ვინც მის გვერდით დადგება! ტფუ!”.