ირაკლი ოქრუაშვილი: ,,ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა აფხაზეთზე უარის თქმა იყო”

ირაკლი ოქრუაშვილი: ,,ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა აფხაზეთზე უარის თქმა იყო"პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ  ზურაბიშვილი აფხაზეთზე უარის თქმის მომხრე იყო.

,,სალომე ზურაბიშვილს კარგად რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს ვიტყოდი მასზე.

ეს ქალბატონი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობითა და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. იშვიათად შეხვდები ,,პარიზში აღზრდილ” ადამიანს, რომელიც იმავდროულად პროვინციალიზმის ამხელა დოზით იყოს გაჟღენთილი.

ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიან პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ-დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი ,,მისნაირი” ქართველისთვის შემიმჩნევია.

არასოდეს დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია, ანუ აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა იყო.

ეჭვი არ მეპარება, დღემდე იმავეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და ,,სწორი არჩევანი” აქვს გაკეთებული მასზე. ეჭვი არც მეპარება, რომ ისიც ასე ფიქრობს. როგორც ამბობენ, ფერი ფერსაო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, გააკეთებთ თუ არა არჩევანს ადამიანზე, რომელიც არჩევამდე უკვე იმსახურებს მინიმუმ მავნებლის სახელს. მძინარე ცხინვალი გაგვიღვიძებია თურმე, მას რომ ჰკითხოთ”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.