გიგა ბოკერიას ვაჟი, ლევან ბოკერია ბილ გეითსის სტიპენდიანტი გახდა. ამის შესახებ ,,ფეისბუქზე” თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
,,ვიზა მიიღო – ამიტომ შემიძლია, ხმამაღლა ვიყვირო და ცოტა ტვინიც შეგიჭამოთ. მოკლედ, “ჩემმა გერმა”, ლევან ბოკერიამ მიიღო ბილ გეითსის სტიპენდია და სადოქტოროს გააკეთებს ნეირომეცნიერებაში კემბრიჯის უნივერსიტეტში. ის პირველი ქართველია, ვინც გეითსის კემბრიჯის სტიპენდია მიიღო” – წერს ჩერგოლეიშვილი.
ლევან ბოკერია 27 წლის არის, ის გიგა ბოკერიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

